ფლორენცი
Aa
Aa

ფლორენცი "მილანთან" საეჭვოა...

იტალიური „რომას“ ვიცე-კაპიტანს, ალესანდრო ფლორენცის მუხლის ტრავმა აქვს და შესაძლოა, პარასკევს „მილანთან“ გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწიოს.

ფლორენციმ „ატალანტასთან“ გოლი გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ერთ-ერთ ეპიზოდში დაშავდა და მოედანზე ადგილი პატრიკ შიკს დაუთმო.

როგორც „ჯალოროსის“ სამედიცინო შტაბი ამბობს, სერიოზული არაფერია, თუმცა უახლოეს დღეებში მუხლის დატვირთვა მაინც სახიფათო იქნება. ამის გამო, ჯერჯერობით არ იციან, გაჰყვება თუ არა ფლორენცი გუნდს ლომბარდიაში.

„მილანი“ და „რომა“ პარასკევს, 31 აგვისტოს, „სან სიროზე“ ითამაშებენ. თამაში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები