კრიშტიანუ ჯუნიორმა
Aa
Aa

კრიშტიანუ ჯუნიორმა "იუვენტუსის" აკადემიაში პირველად ივარჯიშა

კრიშტიანუ რონალდუს ვაჟი - კრიშტიანუ ჯუნიორი ტურინის „იუვენტუსის“ აკადემიაში ჩაირიცხა და 9 წლამდელთა გუნდთან ერთად, გუშინ პირველად ივარჯიშა.

ნორჩი ფეხბურთელის მხარდასაჭერად, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მთელი ოჯახით მივიდა და შვილის პირველ ვარჯიშს პირადად მიადევნა თვალი. მასთან ერთად იმყოფებოდა ჯორჯინა როდრიგესიც, რომელსაც პატარა კრიშტიანუსთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს.

რონალდუმ ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ვაჟიც ისეთივე ფეხბურთელი დადგება, როგორიც თავადაა.

აღსანიშნავია, რომ 9 წლამდელთა გუნდში, კრიშტიანუ ჯუნიორის თანაგუნდელი ანდრეა ბარძალის ვაჟი - მატია იქნება, კლაუდიო მარკიზიოს ვაჟს, დავიდეს კი, დიდი ალბათობით, სხვა კლუბის აკადემიაში გადაბარგება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები