მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "ინგლისის ჩემპიონობა უფრო მეტჯერ მაქვს მოპოვებული ვიდრე დანარჩენ 19 მწვრთნელს ერთად"

ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერს“ სერიოზული პრობლემები აქვს და ეს გუშინდელ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

„წითელმა ეშმაკებმა“ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს და უშანსოდ 0-3 დამარცხდნენ.

მოურინიოსთვის „დეზებთან“ მატჩი ისტორიული გამოდგა. პორტუგალიელმა პრემიერ ლიგის ეგიდით საკუთარ მოედანზე სამბურთიანი სხვაობით პირველად წააგო. ლონდონური კლუბის მხრიდან დუბლი ლუკას მოურამ მიითვალა,ერთი გოლი კი ჰარი კეინის ანგარიშზეა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე იმედგაცრუებული მოურინიო წარსდგა. პორტუგალიელმა ნერვები გულშემატკივრების მიერ სტადიონის დატოვებასთან დაკავშირებული კითხვის შემდეგ ვერ მოთოკა და განაცხადა:

„შარშან „ოლდ ტრაფორდზე“ „სევილიასთან“ წავაგეთ, უკლებლივ ყველა გულშემატკივარი გვისტვენდა და ამას ნამდვილად ვიმსახურებდით. ესპანელებთან საშინლად ვითამაშეთ, სახიფათო მომენტებს ვერ ვქმნიდით და „სევილიამ“ ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. მაშინ ქომაგებმა „მანჩესტერს“ დამსახურებულად უსტვინეს, თუმცა დღეს ყველაფერი სხვანაირად იყო.

„ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ გულშემატკივრები „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს ტაშს უკრავდნენ რადგან მოთამაშეები ამას იმსახურებდნენ“.

„იცით რა ანგარიში იყო? 3-0! იცით ციფრი სამი რას ნიშნავს? მე პრემიერ ლიგის მოგება ზუსტად ამდენჯერ მოვახერხე.

ინგლისის ჩემპიონობა უფრო მეტჯერ მაქვს მოპოვებული ვიდრე დანარჩენ 19 მწვრთნელს ერთად“.

„ტიტული სამჯერ მოვიგე, მათ იგივე მიზნის მიღწევა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს. ჩემს მიმართ პატივისცემის გამოჩენა ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები