ეპოქა დასრულდა! ჯინობილი წავიდა...
Aa
Aa

ეპოქა დასრულდა! ჯინობილი წავიდა...

„სან ანტონიოს“ ლეგენდამ, მანუ ჯინობილიმ, საკალათბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 41 წლის არგენტინელმა გადაწყვეტილება გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.

„სპურსის“ წარმომადგენლებს იმედი ჰქონდათ, რომ მანუს კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაითანხმებდნენ, თუმცა სამწუხაროდ არაფერი გამოუვიდათ. ჯინობილის გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ „სან ანტონიომ“ არგენტინელს „ტვიტერზე“ გამოსამშვიდობებელი ვიდეო მიუძღვნა.

მანუმ „სპურსის“  მაისური რეგულარულ სეზონში 1057-ჯერ და პლეიოფში 218-ჯერ მოირგო. ტეხასელთა რიგებში მან 14043 ქულა, 4001 გადაცემა და 1392 ჩაჭრა მიითვალა. გასულ სეზონში ჯინობილი პარკეტზე საშუალოდ 20 წუთს ატარებდა და 8.9 ქულას აგროვებდა.

„სან ანტონიომ“  მანუ 1999 წლის დრაფტზე, 57-ე ნომრად აირჩია. არგენტინელი გუნდში მოსვლის შემდეგ „სპურსის“ ერთ-ერთ ლიდერად იქცა. დანკანი, პარკერი, ჯინობილის ტრიო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა და ჩემპიონობის მიპოვება 4-ჯერ მოახერხა.

მანუს პროფესიონალური კარიერა ჯამში 23 წელს ითვლის. ჯინობილი სპურსში მოსვლამდე ევროლიგის გამარჯვებული გახდა, 2004 წელს კი საკუთარ კოლექციას ოლიმპიური ოქროს მედალიც მიამატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები