პიკე:
Aa
Aa

პიკე: "ვიცი რაც ხდება მანჩესტერში...პოგბას ბარსელონაში ხილვით ბედნიერები ვიქნებით"

„ბარსელონას“ ესპანელმა უკანახაზელმა ხერარდ პიკემ Mundo-სთან ისაუბრა.

„ბლაუგრანას“ მესამე კაპიტანი პოგბას შესაძლო ტრანსფერსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ფრანგს გუნდში სიამოვნებით იხილავდა.

„თუ პოგბა გუნდის შეცვლას გადაწყვეტს ჩვენ მისი ბარსელონაში ხილვით ბედნიერები ვიქნებით.

ცოტაოდენი რამ ვიცი თუ რაც ხდება მანჩესტერში. პოგბასა და მოურინიოს ურთიერთობების შესახებ.

პოგბა შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ის ამჟამად იუნაიტედის მოთამაშეა. დაველოდოთ შეიცვლება თუ არა ვითარება“.

პიკემ ნეიმართან შეხვედრაზეც ისაუბრა. ბრაზილიელი კატალონიას მოულოდნელად ესტუმრა და ძველი მეგობრები მოინახულა.

„დიახ, კვირას ნეიმართან ერთად ვიმყოფებოდით. მან გასახდელში მეგობრები მოინახულა. ბარსელონა ახლა მისი მეორე სახლია.

არა, ჩვენ რეალის შესახებ არ გვისაუბრია. ამ თემას არ შევხებივართ“.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას აგენტი მინო რაიოლა თავისი კლიენტის „ბარსელონაში“ გადაყვანას მთელი ძალებით ცდილობს.

ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ რაიოლა პოგბას თაობაზე მორიგი მოლაპარაკებების გამართვას იანვარში გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები