მარსელო:
Aa
Aa

მარსელო: "შეცვლით გაკვირვებული დავრჩი" - ლოპეტეგი: "ფლანგზე სიტუაციის გაკონტროლება გვსურდა"

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-2 ტურში „ხირონას“ სტუმრად 4:1 სძლია და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ხულენ ლოპეტეგიმ მოულოდნელად მარსელოს ვარანით შეცვლა გადაწყვიტა რამაც ბრაზილიელი ფეხბურთელი გააოცა.

მატჩის შემდეგ ამ ფაქტზე მარსელომ პრესასთანაც ისაუბრა: „შეცვლით გაკვირვებული დავრჩი, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

მინდა, რომ მუშაობა განვაგრძო რადგან თავს 100%-ით მზად მივიჩნევ.

მჯერა, რომ ჩვენს სწორი გზით მივდივართ. დღეს კარგად ვითამაშეთ და სამი ქულაც მოვიპოვეთ“.

მარსელოს შეცვლის შესახებ ჟურნალისტების კითხვას ხულენ ლოპეტეგიმაც უპასუხა: „ამ ფლანგზე სიტუაციის გაკონტროლება გვსურდა, გვინდოდა რომ საჰაერო ორთაბრძოლებისას უპირატესობა გაგვეზარდა, რომელშიც მეტოქე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა“.

ლოპეტეგიმ ამ კომენტარით დაცვაში მარსელოს არადამაკმაყოფილებელ მოქმედებას გაუსვა ხაზი და მიანიშნა, რომ თავის გუნდში ხელშეუხებელი არავინაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები