ვან გაალი: ჩემი განთავისუფლება მხოლოდ პრესას სურს
Aa
Aa

ვან გაალი: ჩემი განთავისუფლება მხოლოდ პრესას სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ კლუბის დატოვების მიზეზი არ აქვს.

ინგლისური ფეხბურთის გრანდმა გუშინ ნამდვილად კარგი ფეხბურთი აჩვენა "ჩელსისთან", განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ საბოლოოდ უგოლო ფრეს დასჯერდა და გააგრძელა წარუმატებელი სერია.

"ჩემი მომავალი? ეს არ არის საინტერესო, რადგან მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვმუშაობ ფეხბურთელებთან ერთად, რომელთაც ამ შეხვედრაში ყველას დაანახეს თუ როგორ იბრძვიან ჩემს გამო.

ასეთი შედეგის შემდეგაც კი ტაშს უკრავდნენ მოთამაშეებს გულშემატკივრები. სწორედ ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ვნერვიულობ. თანამედროვე ფეხბურთში არასოდეს იცი რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ მჯერა ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების.

მადლობელი ვარ ბიჭების, მაგრამ გამარჯვება გვჭირდება. ჩემი ურთიერთობები მოთამაშეებთან, კლუბის პერსონალთან ძალიან კარგია. შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, რაც კლუბში ყველამ იცის. თუმცა, ერთი თვის შემდეგ ყველაფერი შეიძლება სხვანაერად იყოს.

გადავდგები თუ არა? არა, პირიქით. როდესაც შენი გუნდი ასე მონდომებული ითამაშებს, თანაც ძალიან დიდი ზეწოლის ფონზე, ვერ ვხედავ ვერანაერ საფუძველს განთავისუფლებისა. შესაძლოა ეს პრესას უნდოდეს, მაგრამ მე არა, - განაცხადა ვან გაალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები