როცა ერთი კაცი მთელს გუნდს აღემატება - ჟორჟინიოს საოცარი სტატისტიკა
Aa
Aa

როცა ერთი კაცი მთელს გუნდს აღემატება - ჟორჟინიოს საოცარი სტატისტიკა "ნიუკასლის" წინააღმდეგ

პრემიერლიგის მე-3 ტურში მაურიციო სარის „ჩელსი“ „ნიუკასლს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

ლონდონელთათვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა და ისინი ამ მომენტისთვის „ლივერპულთან“ და „უოტფორდთან“ ერთად სატურნირო ცხრილს უდანაკარგოდ ლიდერობენ.

„სენტ ჯეიმს პარკზე“ გამართულ შეხვედრაში ერთი აღსანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა.

„ჩელსის“ ახალწვეულმა ჟორჟინიომ 90 წუთის განმავლობაში 158 გადაცემა შეასრულა და მან ამ მაჩვენებლით მთელს „ნიუკასლს“ აჯობა. მასპინძელთა გუნდმა ჯამში 131 გადაცემა შეასრულა.

იტალიელი შუახაზელის ანგარიშზე პირველ ნახევარში 92 გადაცემა იყო, რომელთა 93.5% ზუსტი აღმოჩნდა.

ჟორჟინიომ პრემიერლიგასთან ადაპტაცია საკმაოდ სწრაფად გაიარა და „ჩელსის“ ნახევარდაცვის ლიდერადაც მალევე იქცა.

როგორც მოგეხსენებათ მისი შეძენა პეპ გუარდიოლას სურდა და მგონი გასაგებია რატომაც.

საბოლოოდ ჟორჟინიომ არჩევანი მაურიციო სარის სასარგებლოდ შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები