ნიკ იანგი დააპატიმრეს
Aa
Aa

ნიკ იანგი დააპატიმრეს

ლოს ანჯელესის პოლიციამ ნიკ იანგი დააპატიმრა. "გოლდენ სტეიტის" ყოფილი კალათბურთელი ჰოლივუდში დააკავეს. თავდაპირველად 33 წლის მოთამაშე საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს. იანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას გაბრაზებული შეხვდა და მათ წინააღმდეგობა გაუწია.

ადგილობრივი შერიფის განცხადებით ნიკი წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოძიებისთვის ხელის შეშლის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გადაიყვანეს. იანგი სამ საათ-ნახევრის შემდეგ 10000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს "გოლდენ სტეიტის" ყოფილი კალათბურთელის საქმეს სასამართლო 19 სექტემბერს განხილავს. 

იანგი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. შარშან იგი საშუალოდ 7.3 ქულას აგროვებდა და ნასროლი სამქულიანების 37 პროცენტს იყენებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები