ჟოზე მოურინიო:
Aa
Aa

ჟოზე მოურინიო: "მანჩესტერს დრო სჭირდება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ, გუნდის მომავლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „წითელ ეშმაკებს“ წარმატების მისაღწევად დრო სჭირდებათ.

შეგახსენებთ, რომ „ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრებმა წინა მატჩი „ბრაიტონთან“ 3-2 დათმეს. დღეს „იუნაიტედი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ჟოზეს გუნდი „ჩელსის“ და „ლივერპულს“ უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით პორტუგალიელს დაპირისპირება პოლ პოგბასთან და გუნდის ხელმძღვანელობასთან აქვს. რამდენიმე დღის წინ მთავარ მწვრთელად ზიდანის დანიშვნაზეც მიდიოდა საუბარი.

მოურინიომ Sky Sports-თან საუბრისას განაცხადა: „როდესაც კარგი კვირა გაქვს და ნაყოფიერად ვარჯიშობ ყველაფერს პოზიტიურად უყურებ და ფეხბურთელებისგან წარმატებულ თამაშს ელი. ბუნებრივია ამ დროს წაგებაზე არ ფიქრობ და გჯერა, რომ შენი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს“.

„ხშირად, როდესაც მარცხდები, შეცდომების გამოსწორება და შეხვედრის გამართვა იმ მომენტშივე გსურს. საბედნიეროდ ორი დღის შემდეგ ეს დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. ჩვენ მსგავსი სიტუაცია არ გვქონია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გუნდს წარმატების მისაღწევად დრო სჭირდება“.

„გამარჯვებების მოსაპოვებლად ფეხბურთელების დაბრუნება და მეტი ვარჯიშია საჭირო. მსოფლიო ჩემპიონატის გამო წინასასეზონო ტურნეს დანაკლისით შევხვდით და ახლა გარკვეულწილად მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები