რატომ გამოიყურება რონალდუ 13 წლით უფრო ახალგაზრდულად? ფიტნეს-ინსტრუქტორმა საიდუმლო გაამხილა
Aa
Aa

რატომ გამოიყურება რონალდუ 13 წლით უფრო ახალგაზრდულად? ფიტნეს-ინსტრუქტორმა საიდუმლო გაამხილა

ესპანეთში არავის უკვირდა, რომ რონალდუ სრულყოფილებისკენ მიდრეკილი და ამით შეპყრობილი სპორტსმენი იყო, რომელიც დასვენების დღეებშიც კი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა.

იტალიაში კი ადგილობრივი პრესა რონალდუს სავარჯიშო პროცედურებით გაოგნებულია და პორტუგალიელს საკმაოდ დიდ ყურადღებასაც უთმობს.

"ის ყველა ახალგაზრდისთვის სამაგალითო სპორტსმენია. იგი სერია ა-ს დონეს მაღლა წევს". ეს სიტყვები "იუვეს" თავკაცს მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის.

"იუვენტუსში" სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ექიმმა თქვა, რომ 33 წლის რონალდუს სხეული 13 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.

Sports.yahoo-სთან საუბარში კრიშტიანუს ფიტნეს-ინსტრუქტორი ჯოვანი მაური აცხადებს, რომ მსგავსი სხეულისა და ფიზიკის მქონე ფეხბურთელი აქამდე არ უნახავს.

"კრიშტიანუ ფენომენალურია. ის ელიტარული ათლეტია. იგი ვარჯიშისას მუდამ შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს.

ერთგულება, კონკურენტუნარიანობა და პოზიტიურობა - რონალდუ ამ სამ კრიტერიუმს არასდროს ღალატობს.

ჩვენ მსოფლიო დონის პროფესიონალზე ვსაუბრობთ. ჩემპიონთა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ, ღამის 2 საათზე ის საკუთარ მანქანაში არ ჯდება და სახლში არ მიდის. იგი უკან ბრუნდება და აღდგენით ვარჯიშებს ასრულებს.

მე ოქროს ბურთის შვიდ მფლობელთან მაქვს მუშაობის გამოცდილება და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ რონალდუ მათ შორის საუკეთესო ათლეტია".

მადრიდული AS-ი წერს, რომ პროფესიონალი სპორტსმენის სხეული მხოლოდ 10-11 პროცენტ ცხიმს შეიცავს, ხოლო რონალდუს სხეული მხოლოდ 7%-ს.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ორგანიზმის კუნთოვანი მასა საშუალოდ 46% არის, რონალდუსი კი 50%.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ 33 წლის რონალდუ დღესაც შესანიშნავ ფორმაშია და ჩვენს გაოცებას კვლავ ახერხებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები