ახლადშეძენილმა ვინიციუსმა შესაძლოა
Aa
Aa

ახლადშეძენილმა ვინიციუსმა შესაძლოა "რეალი" დატოვოს - ბრაზილიელის 9 მსურველი

„მადრიდის რეალის“ ახალწვეულს, ვინიციუსს, უკვე ადგილსამყოფელის შეცვლა სურს. გავრცელებული ინფორმაციით „სამეფო კლუბის“ მთავარ მწვრთნელს, ხულენ ლოპეტეგის, მიაჩნია, რომ ბრაზილიელი „ლა ლიგისთვის“ მზად არაა და მის გამწესებას „რეალის“ B გუნდში აპირებს. ეს უკანასკნელი სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს.

ვინიციუსს მადრიდის დატოვება არ უნდა, თუმცა მზადაა კარიერა იჯარის წესით სხვა კლუბში გააგრძელოს. ბრაზილიელი საკუთარ რიგებში ხილვით ერთბაშად ცხრა გუნდია დაინტერესებული: „რაიო ვალეკანო“, „ჟირონა“, „ესპანიოლი“, „ბეტისი“, „ვალიადოლიდი“, „სოსიედადი“, „ლეგანესი“, „ნანტი“ და „უდინეზე“.

AS-ის ინფორმაციით ვინიციუსის წარმომადგენლები თვლიან, რომ კარგად ჩატარებული წინასასეზონო მატჩების შემდეგ ფეხბურთელი ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შანსს იმსახურებს. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და ესპანურ კლუბებს ბრაზილიელის გადმოსაბირებლად არც თუ ისე დიდი დრო რჩებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები