აზარის
Aa
Aa

აზარის "რეალში" გადასვლის შანსები ზიდანის წასვლასთან ერთად მოკვდა

გოლის ინფორმაციით, ედენ აზარისა და მადრიდის "რეალის" საგა შეგვიძლია დასრულებულად ჩავთვალოთ.

როგორც ცნობილი იყო, მადრიდელები 27 წლის ბელგიელის სანაცვლოდ 200 მილიონის გადახდაზე თანხმობას აცხადებდნენ, თუმცა "ჩელსი" მეტს ითხოვდა.

ტრანსფერის მომხრე თავად ფეხბურთელი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ზინედინ ზიდანმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა აზარი მადრიდში გადასვლის სურვილს იმდენად მკაფიოდ აღარ აფიქსირებდა.

ამის შესახებ ბელგიელის მამამ ისაუბრა და განაცხადა, რომ "რეალიდან" ზიდანის წასვლის შემდეგ თავისი შვილის მადრიდში გადასვლა ფაქტიურად გამორიცხულია.

აზარს ზიზუსთან ერთად მუშაობა სურდა და ახლა ამის შესაძლებლობა აღარ აქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ ერთი წლით ედენი "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები