ბუფონი -
Aa
Aa

ბუფონი - "პსჟ"-ს სათადარიგო მეკარე!

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" დღეს "ანჟერს" უმასპინძლებს და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

პარიზელებმა საწყის ტურებში "კაენისა" და "გინგამის" წინააღმდეგ ითამაშეს, მათ კარს ჯიჯი ბუფონი იცავდა და მხოლოდ 1 ბურთი გაუშვა.

გუშინ გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციისას, ტომაშ ტუხელმა დაადასტურა, რომ უახლოეს შეხვედრებში გუნდის კარს ალფონს არეოლა დაიცავს, ხოლო ბუფონს სათადარიგოთა შორის დარჩენა მოუწევს.

"არ მომწონს, რომ იგი სათადარიგოთა შორის უნდა დავტოვო, თუმცა არეოლას სათამაშო ტონუსში ყოფნა სჭირდება, შესაბამისად, "ანჟერისა" და "რეიმსის" წინააღმდეგ კარში ის დადგება. შემდეგ რა იქნება, ამას ერთად ვნახავთ.

ჯიჯიმ 3 შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე სპორტული ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა. თუმცა შანსი არეოლასაც უნდა მივცე, რათა მან ფორმა შეინარჩუნოს". - განაცხადა ტუხელმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სერია A-ს გასულ სეზონში ბუფონი ისვენებდა ხოლმე და შედარებით სუსტ მეტოქეებთან ადგილს ვოიცეხ შესნის უთმობდა. არ გამოვრიცხოთ, რომ პარიზშიც იგივე სიტუაცია იყოს და ბუფონის დასვენების საკითხი, ლეგენდარულ მეკარეს კლუბთან შეთანხმებული ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები