ვიდალი:
Aa
Aa

ვიდალი: "ვიდეო რეფერის გამოყენების შემთხვევაში „ბაიერნს“ ახლა ორი ლიგით მეტი ექნებოდა მოგებული"

“ბარსელონას“ ჩილელმა ახალწვეულმა არტურო ვიდალმა ესპანურ Mundo--სთან ინტერვიუში გუნდისა და თავის მიზნებზე ისაუბრა.

ვიდალმა ასევე ვიდეო რეფერის როლიც შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა წლებში VAR-ის გამოყენების შემთხვევაში მიუნხენის „ბაიერნს“ ორით მეტი ჩემპიონთა ლიგა ექნებოდა მოგებული.

„მსოფლიო ჩემპიონატი არ მომწონს. ჩემი ფავორიტი ტურინირი ჩემპიონთა ლიგაა. ვიცი, რომ ბარსელონამ ეს ტურნირი ბევრჯერ მოიგო, მაგრამ გუნდთან ერთად ყველაფრის მოგება ხელახლა მსურს.

მინდა გითხრათ, რომ ვიდეო რეფერის გამოყენების შემთხვევაში მიუნხენის „ბაიერნს“ ახლა ორი ლიგით მეტი ექნებოდა მოგებული“.

ჩილელმა ფეხბურთელმა ბოლო წლების „რეალი“ – „ბაიერნის“ დაპირისპირებები იგულისხმა, სადაც მსაჯის ქმედებებმა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.

შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალის „ბარსელონური“ დებიუტი ლა ლიგის პირველ ტურში „ალავესის“ წინააღმდეგ შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები