Aa
Aa

მაკფადენის ახალი კლუბი ცნობილია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზირებული წევრი ტედ მაკფადენი კარიერას ესპანურ "ტენერიფეში" გააგრძელებს.

ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებ გვერდმა ამერიკელი კალათბურთელი წარადგინა,

ბოლოს მაკფადენი ჩინეთში "შანჰაი ლენლინგში" ასპარეზობდა  და არა მარტო გუნდის არამედ ტურნირის საუკეთესოთა შორის შედიოდა.

ტენერიფემ გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარული მერვე პოზიციაზე დაასრულა და პლეი-ოფის მეოთხედფინალში მადრიდის "რეალთან" სერიაში 2:0 დამარცხდა.

შეგახსენებთ , რომ ტედ მაკფადენმა საქართველოს მოქალაქეობა ზაფხულში მიიღო და ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები