11 მატჩიანი მოგებათა სერიის დასასრული! - გორგოძე ბუშართან დამარცხდა
Aa
Aa

11 მატჩიანი მოგებათა სერიის დასასრული! - გორგოძე ბუშართან დამარცხდა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა - ეკატერინე გორგოძემ 11 მატჩიანი მოგებათა სერია, ეჟენი ბუშარის წინააღმდეგ გამართული შეხვედრისას შეწყვიტა.

ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 რაუნდში, ბუშარმა ქართველ ჩოგბურთელს საკმაოდ იოლად - 6:1; 6:2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თამაში ბუშარის კარნახით წარიმართა და საბოლოო წარმატების მიღწევა არ გასჭირვებია. მან გორგოძეს მხოლოდ 1 ბრეიკის შესრულების საშუალება მისცა, სხვა მხრივ კი თითქმის ყველა სათამაშო ასპექტში უკეთესი იყო. კანადელი ვარსკვლავი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით რაუნდში ამერიკელ ჯემი ლოებს შეხვდება.

ეკომ 1 ეისი მოაწოდა და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. პირველ მოწოდებაზე 31-დან 16, ხოლო მეორეზე 15-დან 3 ქულა მოიგო.

ეკატერინე გორგოძემ დიდი სლემის ტურნირზე პირველად ითამაშა და შესარჩევი ეტაპის პირველ წრეში გასაოცარი „ქამბექი“ შეასრულა.

26 წლის ქართველმა ასტანასა და ჰეხინგენის ტურნირები ტიტულით დაასრულა და ბუშართან შეხვედრას 11 მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები