ჯინობილი კარიერის დასრულებას განიხილავს
Aa
Aa

ჯინობილი კარიერის დასრულებას განიხილავს

სან ანტონიოს ლეგენდარული კალათბურთელი, მანუ ჯინობილი, კარიერის დასრულებას აქტიურად განიხილავს.

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით არგენტინელი უახლოეს დღეებში სპურსის მწვრთნელს, გრეგ პოპოვიჩს შეხვდება და საბოლოო გადაწყვეტილებას მასთან საუბრის შემდეგ მიიღებს.

ჯინობილი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 16 წელია ასპარეზობს. ტეხასელებთან ერთად მანუმ ჩემპიონობის მოპოვება 4-ჯერ მოახერხა.

პოპოვიჩი სან ანტონიოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება. გრეგი სერბეთში იმყოფებოდა და მონაწილეობას ბელგრადში „კალათბურთი საზღვრების გარეშე“-ს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში იღებდა.

სპურსის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ პოპოვიჩი ჯინობილის გადარწმუნებას მოახერხებს და მანუ მომავალ სეზონში კვლავ ტეხასელების ღირსებას დაიცავს.

ლეგენდარული არგენტინელი შარშან პარკეტზე საშუალოდ 20 წუთს ატარებდა და 8.9 ქულას აგროვებდა. სან ანტონიომ მანუ 1999 წლის დრაფტზე, 57-ე ნომრად აირჩია. სპურსის მაისურით მას რეგულარულ სეზონში 1057, ხოლო ფლეიოფში 218 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები