რობენი:
Aa
Aa

რობენი: "კარიერის ბაიერნში გაგრძელება ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო"

მიუნხენის ბაიერნის ვეტერანმა ფეხბურთელმა, არიენ რობენმა, საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა ვარსკლავმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა რომ რეალის დატოვება და ბაიერნში გადასვლა მისი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

34 წლის მოთამაშემ სანაკრებო კარიერა შარშან დაასრულა, თუმცა ალიანს არენაზე კიდევ ერთი წლით დარჩება.

რობენმა ინტერვიუ გერმანული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მისცა. კითხვაზე ელოდა თუ არა ბაიერნში გადმოსვლისას ასეთ წარმატებას, ჰოლანდიელმა განაცხადა

„არა, მაგრამ ნაწილობრივ მჯეროდა რომ წარმატებას მივაღწევდი“

„ყოველთვის რეალისტი ვიყავი და ვიცოდი, რომ საფეხბურთო სამყარო სწრაფად ვითარდებოდა. შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წარმართულიყო მაგრამ ძალიან გამიმართლა“.

„გრონინგემში დებიუტის შემდეგ ორი წელი ეინთჰოვენში გავატარე. პსვ-ში გადასვლა ჩემი კარიერის უმნიშვნელოვანესი მომენტი აღმოჩნდა. 18 წლის ასაკში სახლის დატოვება ადვილი ნამდვილად არ იყო“.

„საზღვარგარეთ 20 წლის ასაკში წავედი. 2 წელი საკმაოდ ძლიერ გუნდში, ლონდონის ჩელსიში გავატარე, შემდეგ რეალში გადავედი. მადრიდში ყოფნისას წინადადებით ბაიერნმა მომმართა და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე“.

„თავიდან მიუნხენურ გუნდში გადმოსვლას სკეპტიკურად ვუყურებდი. არ ვიცოდი სწორი არჩევანი გავაკეთე თუ არა, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ კარიერის ბაიერნში გაგრძელება ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები