Aa
Aa

"ფორმულა 1" წელს კიდევ უფრო სწრაფი იყო

2015 წლის სეზონში, ფორმულა 1-ის მანქანები დაახლოებით ნახევარი წამით უფრო სწრაფები იყვნენ, ვიდრე 2014 წელს, - იტყობინება გერმანული გამოცემა Auto Motor und sport.

კერძოდ, საკვალიფიკაციო წრეები წლევანდელ სეზონში საშუალოდ 0.519 წამით სწრაფი იყო 2014 წელთან შედარებით.

ყველაზე მეტად წრის გასავლელად საჭირო დროის გაუმჯობესება სინგაპურში მოხდა - 1.696 წამი, თუმცა ეს შესაძლებელი გახდა იმითაც, რომ ტრასის კონფიგურაცია შეიცვალა.

რაც შეეხება უშუალოდ რბოლებისას საუკეთესო წრეებს, ის შარშანდელზე 0.350 წამით უფრო სწრაფია. ყველაზე დიდი მატება ავსტრალიაში დაფიქსირდა - 1.533 წამი. შემდეგ მოდის მონრეალისა და მონცას ეტაპები.

გარდა ამისა, 18-დან 13 რბოლაში გაიზარდა მაქსიმალური სიჩქარე. მაგალითად, 2014 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 11 კმ/სთ-ით ამაღლდა ავსტრალიის გრან-პრიზე.

ცხელი ამბები