რონალდუმ თავისი კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა
Aa
Aa

რონალდუმ თავისი კარიერის საუკეთესო გოლი დაასახელა

კრიშტიანუ რონალდუმ დიეიზეტენთან საუბრისას თავის კარიერაში საუკეთესო გოლი დაასახელა.

მოულოდნელი არ იყო, რომ კრიშტიანუმ ასეთად „იუვენტუსის“ კარში გატანილი ულამაზესი მაკრატელა დაასახელა.

„ეს იყო ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლი. წარმოუდგენელი მომენტი იყო. როდესაც ტრიბუნებიდან აპლოდისმენტებით დამაჯილდოვეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო.

ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არასდროს მომხდარა და ამიტომ ეს მომენტი დაუჯერებელი იყო“.

რონალდუმ ჟურნალისტებთან საუბრისას წლევანდელ სეზონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის „იუვენტუსთან“ ერთად ტრიპლეტის შესრულებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები