Aa
Aa

"იუვენტუსი" ალეგრის ზიდანით ჩანაცვლებას გეგმავს

El Pais-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ზინედინ ზიდანის გადაბირებასაც გეგმავს.

„ბებერი ქალბატონი“ მომდევნო სეზონში ზიდანისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტის შეთავაზებას შეეცდება.

რაც შეეხება მასიმილიანო ალეგრის, იტალიელი სპეციალისტისთვის წლევანდელი სეზონი ბოლო იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა მოიგებს თუ არა „იუვე“ ჩემპიონთა ლიგას, ალეგრი ტურინს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.

„იუვენტუსი“ ზიდანისთვის მწვრთნელის პოსტის შეთავაზებას უკვე დიდი ხანია გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ზიზუ „ბებერი ქალბატონის“ რიგებში 1996-2001 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები