მორიგი ამერიკელი ეროვნულ ნაკრებში
Aa
Aa

მორიგი ამერიკელი ეროვნულ ნაკრებში

ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა, რომელიც ესპანურ “ბასკონიაში” თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია, შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა მიიღებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით ჯენინგსი აპირებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელის სტატუსით თამაშს.

ამერიკელი კალათბურთელი 2017 წლიდან “ბასკონიაში“ ასპარეზობს. მან გასულ სეზონში, ევროლიგაზე 21 მატჩი ჩაატარა, მოედანზე საშუალოდ 21 წუთს ატარებდა და 6.6 ქულასა და 1.7 პასს აგროვებდა. 

2013 წელს კი ჯენინგსი “მონტეპასკიში” ვიქტორ სანიკიძესთან ერთად თამაშობდა და იტალიის ჩემპიონი გახდა.

საინტერესოა, რომ ჩვენს გუნდში ერთი ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი თედ მაკფადენი უკვე თამაშობს, Fiba-ს წესებით კი ერთ ნაკრებში ორი ნატურალიზებული ამერიკელის ასპარეზობა არ შეიძლება.

აღნიშნულ ფაქტთან კალათბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა.

CRYSTALSPORT.GE ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ :

"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბის შეთავაზებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ მოთამაშესთან, მეტ ჯენინგთან, რომელიც მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და ელოდება ჯენინგისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. ფიბა-ს მიერ დადგენილ ვადაში, 1 სექტემბრამდე თუ მოესწრო ნაკრების განაცხადში მეტ ჯენინგის დარეგისტრირება, ის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს”

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები