Aa
Aa

"ქართველის სასწაულებრივი ქამბექი" - ამერიკული პრესა გორგოძის გამარჯვებას გამოეხმაურა!..

საერთაშორისო სპორტული გაზეთი - Vavel-ი, რომელიც მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება და 7 სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩოგბურთელის, ეკატერინე გორგოძის გამარჯვებას გამოეხმაურა.

"ბუშარი შემდეგ წრეში ქართველ ეკატერინე გორგოძეს შეხვდება, რომელმაც განმაცვიფრებელი, სასწაულებრივი "ქამბექი" შეასრულა. იგი საფრანგეთის ღია პირველობის იუნიორთა ფინალისტს, კეტი მაკნელს ხვდებოდა და თამაში 6:0; 5:1-დან მოატრიალა.

ქართველმა ტურნირის ერთ-ერთი უდიდესი "ქამბექი" შემოგვთავაზა - გეიმებში 11:1-ს აგებდა, რის შემდეგაც 12:2 გაქცევა მოაწყო და თამაშიც დაასრულა.

როცა მატჩის შემდეგ გორგოძეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ამ საოცარ დაბრუნებაზე, 26 წლის ჩოგბურთელმა განაცხადა: "თითოეული ქულისთვის ბრძოლას ვაგრძელებდი, სხვა არჩევანი უბრალოდ არ მქონდა". - ვკითხულობთ Vavel-ის სტატიაში.

დავამატოთ ისიც, რომ ეკომ პროცესში 3 მატჩ-პოინტი მოიგერია. მან ასტანასა და ჰეხინგენის ტურნირები ტიტულით დაასრულა და ახლა ზედიზედ 11 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

ქართველის შემდეგი მოწინააღმდეგე კანადელი - ეჟენი ბუშარი გახლავთ, რომელიც ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 123-ე ადგილზეა და გორგოძესთან ფავორიტად მოიაზრება. 

აღნიშნული მატჩი, ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო ცენტრის მე-11 კორტზე, დღეს მე-3 შეხვედრადაა დაგეგმილი, დაწყების სავარაუდო დრო კი 22:00 საათია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები