ჰიდინკი:
Aa
Aa

ჰიდინკი: "ჩელსის" ტიტულების მოგება შეუძლია!

ლონდონის "ჩელსის" ძველ-ახალმა თავკაცმა გუუს ჰიდინკმა "უოტფორდთან" მატჩის (2:2) შემდეგ ინგლისელ ჟურნალისტებთან "ლურჯების" ქომაგებისთვის იმედისმომცემი კომენტარი გააკეთა. ჰიდინკმა ლონდონელების საამსეზონო პერსპექტივებზე და პრემიერ ლიგაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

ჰოლანდიელის თქმით, მის გუნდს ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და FA CUP-ის მოგების რეალური შანსები აქვს, ამ მიზნის განსახორციელებლად კი დიდი შრომა და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. რაც შეეხება ჩემპიონატს, ამ შემთხვევაში გამოცდილი სპეციალისტი შედარებით რეალისტი იყო და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, "ჩელსისთვის" სეზონის ოთხეულში დასრულება წარმატება იქნება.

69 წლის სპეციალისტის ამ განცხადებებს ინგლისური daily mail ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები