ბასილაშვილი US Open-ზე გადაერთვება
Aa
Aa

ბასილაშვილი US Open-ზე გადაერთვება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა Winston-Salem-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ მატეო ბერეტინისთან 2 სეტში დამარცხდა.

ბასილაშვილმა თამაში ბრეიკით დაიწყო, თუმცა ამას ზედიზედ 2 საკუთარი მოწოდების წაგება მიაყოლა. მართალია, მან 4:2-ზე ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ საბოლოოდ პარტია მაინც დათმო - 5:7.

მეორე სეტში იტალიელი აშკარა უპირატესობა ფლობდა და ჩვენებურისთვის ბრეიკ-პოინტიც არ მიუცია, ნიკას კი თავის მოწოდებაზე მუდამ პრობლემების გადაჭრა უწევდა, რაც მე-8 გეიმში ვერ შეძლო და თამაშიც წააგო - 5:7; 3:6.

ბასილაშვილს 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. პირველ მოწოდებაზე ქულების 53% (40-დან 21), ხოლო მეორეზე 54% (26-დან 14) მოიგო.

ნიკოლოზი, რომელიც ამჟამად მსოფლიოს 36-ე ჩოგანია, ამერიკის ღია პირველობისთვის მოემზადება. ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო ცენტრში წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირის ძირითადი ბადის მატჩები 27 აგვისტოდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები