ბოისა მსოფლიო ვარსკვლავებთან
Aa
Aa

ბოისა მსოფლიო ვარსკვლავებთან

30 აგვისტოს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში მსოფლიო დონის კალათბურთის ვარსკვლავები შეიკრიბებიან.

ამხანაგურ, გასაცილებელ მატჩში ერთმანეთს ცნობილი სლოვენიელი კალათბურთელების სანი ბეჩიროვიჩისა და ბოსტიან ნახბარის გუნდები დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეულ ვარსკვლავთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისაც არის. 

სანი ბეჩიროვიჩი და ბოსტიან ნახბარი სლოვენიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები არიან და მათ კალათბურთიდან წასვლა ამ გზით გადაწყვიტეს.

ორივე მათგანმა საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბა, რომლებშიც მსოფლიო დონის მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები არიან.

ვლადიმერ ბოისა სანი ბეჩიროვიჩის გუნდში იქნება, სადაც მასთან ერთად დიმიტრის დიამანტიდისი, შარუნას იასიკევიჩუსი და მარკო ბელინელი ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები