რაიოლა:
Aa
Aa

რაიოლა: "უძილო ღამეები იქნება, რომ პოგბასთვის ახალი გუნდი მოვძებნო"

პოლ პოგბას ირგვლივ მიმდინარე გაურკვევლობა გრძელდება. დღემდე უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი.

25 წლის ფეხბურთელს ყველაზე ხშირად „ბარსელონას“ უკავშირებენ და ამის მთავარი ინიციატორი პოგბას აგენტი მინო რაიოლა გახლავთ, რომელიც ბარსელონაშიც იმყოფებოდა.

ბოლო დღეებში ფეხბურთელის მიმართ უამრავი მოსაზრება გამოითქვა. განსაკუთრებით აქტიურობდა „იუნაიტედის“ ლეგენდარული ნახევარმცველი პოლ სქოულზი, რომელმაც პოგბას არასტაბილური და ლიდეორბისთვის შეუფერებელი უწოდა.

დღეს პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ საკუთარი twitter-ის გვერდზე საკმაოდ მოულოდნელი და ხმამაღალი ტვიტი გამოაქვეყნა.

„პოლ სქოულზი ვუდვარდის ნაცვლად „მანჩესტერის“ სპორტული დირექტორი გახდება და ის პოგბას გაყიდვის მომხრეა. უძილო ღამეები იქნება, რომ პოგბასთვის ახალი გუნდი მოვძებნო“.

როგორც ჩანს სიტუაცია უფრო დაიძაბა და არ არის გამორიცხული, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა „ოლდ ტრაფორდი“ წელსვე დატოვოს.

პოგბას შეძენის უმთავრეს კანდიდატად ჯერჯერობით კვლავ „ბარსა“ რჩება, თუმცა ფეხბურთელის შეძენის სურვილს „იუვენტუსი“ და „პსჟ“-ც გამოთქვამდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები