Aa
Aa

"ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი სისულელე" - მოდრიჩი "რეალში" რჩება!

კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ მადრიდის „რეალი“ მორიგი ლიდერის დაკარგვას გადაურჩა.

სამეფო კლუბმა შვებით ამოისუნთქა, რადგან ლუკა მოდრიჩი მადრიდში რჩება.

იტალიური პრესა ჭორებს ფაქტიურად ყოველდღიურად ავრცელებდა და წერდა, რომ ხორვატს კლუბის შეცვლა სურდა.

საბოლოოდ მოდრიჩმა სოციალურ ქსელში მოკლედ და გასაგებად ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა: „ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი სისულელე“, დაწერა მოდრიჩმა.

მოსალოდნელია, რომ 32 წლის ნახევარმცველს „რეალი“ ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს და მოდრიჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კიდევ დიდი ხნით დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები