დემარ დეროუზენმა საკუთარ დეპრესიაზე ისაუბრა
Aa
Aa

დემარ დეროუზენმა საკუთარ დეპრესიაზე ისაუბრა

დემარ დეროუზენი დიდი ხანია საკუთარ დეპრესიაზე ღიად საუბრობს. რიგითი ადამიანის გადმოსახედიდან მას ყველაფერი აქვს. დეროუზენმა ბოლოს „ტორონტოსთან“ 5 წლიანი, 139 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და ხალხი ხშირად ბედნიერებას და კარგად ყოფნას სწორედ ფინანსურ შესაძლებლობებთან აკავშირებს.

აწ უკვე „სან ანტონიოს“ კალათბურთელმა, ჯეკი მაკმალენთან საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ცხოვრებაში ფული და სიმდიდრე გადამწყვეტი ფაქტორი ნამდვილად არაა.

„გგონია, რომ როდესაც რთული გარემოდან თავს აღწევ და NBA-ში ხვდები, ყველაფერი წარსულს ბარდება და ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან იწყებ... მაგრამ მოულოდნელად ახალი გამოწვევა გეღობება, რომელსაც თან საკმაოდ დიდი სტრესი ახლავს“.

„ხშირად ხალხი მეკითხება - "რის გამო ხარ დეპრესიაში? შენ ხომ რაც მოგესურვება ყველაფრის ყიდვა შეგიძლია"...

"ვისურვებდი ყველა ადამიანი მდიდარი ყოფილიყოს, რადგან ამის შემდეგ მიხვდებიან, რომ ფული ყველაფერი ნამდვილად არაა“.

„სან ანტონიოს“ კალათბურთელის გარდა მენტალურ პრობლემებზე კევინ ლავმა, პოლ პირსმა და კრის ბოშმაც ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები