ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
Aa
Aa

ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

Winston-Salem-ის ტურნირზე  ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია. 

ქართველი ჩოგბურთელი იტალიელ მატეო ბერეტენის დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ წრეში, ფრანგი ჟულიენ ბენეტო ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა. 

მატეო ბერეტინი 22 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში მე-60 ადგილს იკავებს. 

აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით დღეს, 23:00 საათზე დაიწყება. 

გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი 1/8-ფინალში, გილერმო გარსია ლოპესაა და ჰეიონგ ჩანგს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები