ოღონდ ამ ზაფხულს არ დაგვტოვო -
Aa
Aa

ოღონდ ამ ზაფხულს არ დაგვტოვო - "მანჩესტერი" პოგბას ბონუსს გადასცემს?

ესპანური Mundo-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პოლ პოგბას შესახებ ღელავს და დარწმუნებული არ არის, რომ ფრანგი 100%-ით გუნდში დარჩება.

„მანკუნიანელები“ მზად არიან პოგბას 3 მილიონ 800 ათასი მხოლოდ იმიტომ გადაუხადონ, რომ ის გუნდში დარჩეს.

„იუნაიტედი“ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზადაა, თუმცა არავინ იცის რა აზრზეა თავად პოგბა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, „ბარსამ“ დალოდება გადაწყვიტა და პოგბასთან მოლაპარაკებების წარმოება 2019 წლისთვის გადადო. კლუბი თვლის, რომ ამ ეტაპზე მათ ფრანგის შესაძენად სახსრები არ ეყოფათ.

„ბრაიტონთან“ წაგების შემდეგ ურთიერთობა ჟოზე მოურინიოსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორისაც დაიძაბა და არ არის გამორიცხული პორტუგალიელს თანამდებობა ზამთარში დაატოვებინონ.

ამ ეტაპზე „იუნაიტედისთვის“ პრიორიტეტული პოგბას შენარჩუნებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები