Aa
Aa

"ბარსამ" დე იონგის ყიდვა გადაწყვიტა

„ბარსელონა“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მორიგი ფეხბურთელის დასამატებლად ემზადება.

ესპანური Sport-ს ცნობით, კატალონიელები ამსტერდამის „აიაქსის“ 21 წლის ცენტრალური ნახევარმცელის ფრენკი დე იონგის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

„ბარსას“ ნიჭიერი ჰოლანდიელის დამატება აქამდეც სურდა, თუმცა რიგი მიზეზების გამო მოლაპარაკებები გადაიდო.

„აიაქსმა“ ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ შეაფასა, „ბარსას“ ნაკლების გადახდა სურდა. ამჟამად ერიკ აბიდალი მოლაპარაკებების მორიგი ეტაპისთვის ემზადება.

ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში იმყოფებიან, სადაც ჯგუფში მოსახვედრად კიევის „დინამოს“ ბარიერის გადალახვა მოუწევთ. წყაროს ცნობით, „აიაქსს“ ამ მატჩებამდე დე იონგის გაყიდვა არ სურს.

დასკვნითი შეხვედრა კიევში 28 აგვისტოს შედგება და თუ ჰოლანდიელებს ფეხბურთელის დათმობა მოუწევთ, ეს სწორედ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ორ დღეში მოხდება.

„ბარსას“ დე იონგის სათამაშო სტილი ხიბლავს და მათ მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელი „ბლაუგრანას“ ფილოსოფიის მატარებელია.

თავად ფეხბურთელი „აიაქსის“ დატოვების შემთხვევაში კარიერის გაგრძელების სურვილს მხოლოდ „კამპ ნოუზე“ გამოთქვამს.

ტრანსფერი საკმაოდ რეალურია და უახლოეს დღეებში უფრო კონკრეტული ინფორმაციაც გავრცელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები