არის ცინცინატიც! - ჯოკოვიჩის ბრწყინვალე რეკორდი!
Aa
Aa

არის ცინცინატიც! - ჯოკოვიჩის ბრწყინვალე რეკორდი!

ნოვაკ ჯოკოვიჩი ღია ერაში ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ყველა დიდი სლემის, ყველა მასტერსის სერიისა და შემაჯამებელი ტურნირი აქვს მოგებული.

სერბმა ვარსკვლავმა ცინცინატის ტურნირის გუშინდელ ფინალურ შეხვედრაში როჯერ ფედერერს 6:4; 6:4 აჯობა და ეს ტიტული კარიერაში პირველად მოიგო.

თამაში საათსა და 24 წუთს გაგრძელდა, ფედერერმა 39 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რომელთაგანაც 21 ფორჰენდზე მოდიოდა, ჯოკოვიჩი გაცილებით აკურატულად თამაშობდა და მატჩის ბედიც დიდწილად ამ კომპონენტში უპირატესობამ გადაწყვიტა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მასტერსის სერიის 31-ე ტურნირი მოიგო, რითაც მხოლოდ რაფა ნადალს ჩამორჩება, რომელმაც იგივეს გაკეთება 33-ჯერ შეძლო.

დღეს გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო კლასიფიკაციაში ჯოკოვიჩმა მე-6 ადგილზე აინაცვლა და კონკურენტებთან სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა. პირველ ადგილზე კვლავ ნადალია, მეორეზე ფედერერი, ხოლო სამეულს ხუან მარტინ დელ პოტრო ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები