მასტერსის სერიის პირველი ტიტული! - ცინცინატი ბერტენსისაა!
Aa
Aa

მასტერსის სერიის პირველი ტიტული! - ცინცინატი ბერტენსისაა!

ცინცინატის ქალთა გათამაშების გამარჯვებული ჰოლანდიელი - კიკი ბერტენსი გახდა, რომელმაც ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სიმონა ჰალეპი დაამარცხა.

ჰალეპმა გასულ კვირას მონრეალის ტურნირი მოიგო და ბერტენსთან შეხვედრას 9 მატჩიანი მოგებათა სერიით ხვდებოდა, ბერტენსი კი მასტერსის სერიის ტურნირის ფინალში კარიერაში მეორედ თამაშობდა.

ჰოლანდიელმა მადრიდში პეტრა კვიტოვასთან წააგო, ახლა კი ჰალეპთან მე-2 სეტის ტაიბრეიკზე ჩემპიონშიფ-პოინტი გადაარჩინა და ბრწყინვალე სტილში იმარჯვა - 2:6; 7:6; 6:2.

26 წლის ნიდერლანდელმა მსოფლიოს პირველ ჩოგანს პირველად აჯობა, ამასთანავე, ჰარდის საფარზე ტურნირი პირველად მოიგო, თანაც მასტერსის სერიის კატეგორიისა, რაც მისი ყველაზე დიდი წარმატებაა.

ბერტენსს აქამდე 5 ტიტული ჰქონდა მოგებული და ხუთივე შემთხვევაში მან გამარჯვებას თიხის საფარზე მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები