პერესის ბოლო ცდა - 300 მილიონი ნეიმარის სანაცვლოდ
Aa
Aa

პერესის ბოლო ცდა - 300 მილიონი ნეიმარის სანაცვლოდ

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი „პსჟ“-ს ბრაზილიელი ლიდერის ნეიმარის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდება.

ესპანური Marca-ს ცნობით, სამეფო კლუბის პრეზიდენტმა გუნდში არსებული პრობლემები „ატლეტიკოსთან“ უეფას სუპერ თასზე დამარცხების შემდეგ ნათლად დაინახა.

„რეალში“ რონალდუს წასვლის შემდეგ ლიდერის როლის მორგებას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს.

მართალია ლოპეტეგი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს, მაგრამ პრობლემა თვალსაჩინოა და პერესი პარიზელებისთვის სუპერ შეთავაზებას ამზადებს.

წყაროს ცნობით „რეალი“ „პსჟ“-ს 300 მილიონ ევროს შესთავაზებს და იმედოვნებს, რომ ნასერ ალ ხელაიფი ამ ფასად ნეიმარს შეელევა.

მადრიდელებმა კარგად იციან, რომ „პსჟ“-ს უეფას ფინანსურ ფეარ პლეისთან პრობლემები აქვს და ამ თანხის მიღების შემთვევაში ყველაფერი მარტივად მოგვარდება.

სხვა საქმეა ის, რომ ხელაიფი ნეიმარის დათმობას კიდევ მინიმუმ ერთი წლით არ გეგმავს.

Marca- წერს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დროს „რეალის“ ინერტულობა სწორედ ნეიმარის შესაძლო შეძენას უკავშირდება.

ბრაზილიელის სანაცვლოდ 300 მილიონის გადახდის შემთხვევაში „ბლანკოსს“ სხვა მოთამაშეების დასამატებლად სახსრები აღარ დარჩება.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და როგორი იქნება „პსჟ“-ს პასუხი „რეალის“ მორიგ მცდელობაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები