Aa
Aa

"ბარსა" მორიგ ტრანსფერს გეგმავს - კიდევ ერთი ნახევარმცველი?

ესპანური AS-ის ინფორმაციით, „ბარსელონა“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებას არ გამორიცხავს.

წყარო იმასაც წერს, რომ „ბლაუგრანა“ სავარაუდოდ კვლავ ნახევარმცველს დაიმატებს.

პრაქტიკულად გამორიცხულია პოლ პოგბას ტრანსფერი. ამ ეტაპზე საუბარია ადრიენ რაბიოსა და ფრენკი დე იონგის ვარიანტებზე.

„ბარსას“ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ „პსჟ“-ს მფლობელ ნასერ ალ ხელაიფის მადრიდში შეხვდა და რაბიოს თაობაზე ესაუბრა.

ცნობილია, რომ „პარიზელებს უსმან დემბელეს შეძენა სურთ, მაგრამ „ბარსა“ ფრანგის გაშვების წინააღმდეგია.

„პსჟ“-ს უეფას ფინანსურ ფეარ პლეისთან პრობლემები აქვს და ფეხბურთელების გაყიდვა მათ გეგმებში შედის.

თუ „ბარსელონა“ რაბიოს ვერ შეიძენს, მათი მთავარი სამიზნე „აიაქსის“ ჰოლანდიელი შუახაზელი დე იონგი იქნება, რომელმაც კატალონიური კლუბისადმი სიმპათიები საჯაროდ დააფიქსირა.

ამსტერდამელები თავიანთ ლიდერს 50 მილიონად აფასებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები