მაურიციო სარი:
Aa
Aa

მაურიციო სარი: "ედენ აზარს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია"

„ლონდონის ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ლონდონური დერბის წინ საკუთარ კლუბზე ისაუბრა და ედენ აზარი კიდევ ერთხელ შეაქო. იტალიელმა ამ უკანასკნელზე დიდი ყურადღება გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბელგიელის გუნდიდან გაშვება „არისტოკრატების“ სამომავლო გეგმებში ნამდვილად არ შედის.

ჟურნალისტებთან საუბრისას სარიმ განაცხადა: „აზარი შესანიშნავი ფეხბურთელია, ედენს მრავალფეროვანი ტექნიკური არსენალი აქვს და ამ ასპექტში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბელგიელს ფიზიკური კონდიციების საკითხში მომატება მართებს“.

„ყველაფერი აზარის პოზიციაზეა დამოკიდებული. ბოლო ხუთი წელი მესი და რონალდუ თავდამსხმელები იყვნენ, ედენი კი გარემარბადაა გამწესებული. დარწმუნებული ვარ აზარს პროგრესის მიღწევა შეუძლია“.

„ჩვენ თანემედროვე ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ძლიერ მოთამაშეზე ვსაუბრობთ! ვფიქრობ მას მომატება და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად  ჩამოყალიბება შეუძლია. ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ აზარზეა დამოკიდებული“.

„ჩელსი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესი კლუბია და ასეთი გუნდები მაღალი დონის ფეხბურთელებს შემცვლელის პოვნის გარეშე ნამდვილად არ ყიდიან“.

„პირველად, როდესაც ედენს ვესაუბრე დავრწმუნდი, რომ იგი დარჩენას აპირებდა. ნერვიულობა კიდევ რამდენიმე დღე მომიწევს, სანამ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება, თუმცა დარწმუნებული ვარ ედენი გუნდში დარჩება“.    

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები