Aa
Aa

"ინტერი" "ლა ლიგის" პრეზიდენტს უჩივლებს

„ინტერმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ლა ლიგის“ პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის, წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს.

ABC-თან ინტერვიუში, ტებასმა, მილანური კლუბი „რეალის“ ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის, გადმობირების მცდელობების გამო გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა „ფიფას“ საჩივარი გაუგზავნეს, სადაც აღნიშნეს, რომ „ინტერი“ ხორვატი ფეხბურთელის ტრანსფერის გაჩარხვას არალეგალური გზებით ცდილობდა.

ABC-თან საუბრისას ტებასმა ამ საკითხებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მილანელები მოდრიჩს აურაცხელ თანხებს ჰპირდებოდნენ და ეს მაშინ ხდებოდა, როცა ფინანსური რესურსი საერთოდ არ გააჩნდათ.

იტალიური გუნდის განცხადებაში ვკითხულობთ

„გვსურს გაცნობოთ, რომ ბატონი ხავიერ ტებასის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას ვაპირებთ. განხილვის საგანი მის მიერ გაკეთებული კომენტარები იქნება“.

აღსანიშნავია, რომ ხავიერ ტებასის კომენტარს „სერია A“-ს წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და მისი განცხადებები სასტიკად გააკრიტიკეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები