ESPN: ბოატენგი
Aa
Aa

ESPN: ბოატენგი "ბაიერნში" დარჩება!..

ამერიკული გამოცემა ESPN-ს თქმით, ჟერომ ბოატენგი მომავალ სეზონსაც მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში გაატარებს.

29 წლის მცველით დაინტერესებულმა ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ „შალკედან“ ტილო კერერი დაიმატა, რითაც დაცვა დააკომპლექტა და სატრანსფერო ფანჯრისას ამ კუთხით აღარ იაქტიურებს.

ბოატენგს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ ეპატიჟებოდა, რომლისთვისაც სატრანსფერო ბაზარი გასულ კვირას დაიხურა, შესაბამისად, საეჭვოა, გერმანელმა ვარსკვლავმა სხვა შეთავაზებების განხილვა მოისურვოს.

ჟერომ ბოატენგი ბერლინის „ჰერტას“ სკოლის აღზრდილია, რის შემდეგაც „ჰამბურგისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფორმით უთამაშია, 2011 წლიდან კი ამჟამინდელი კლუბის ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები