მარკიზიოსა და
Aa
Aa

მარკიზიოსა და "იუვენტუსის" 25 წლიანი თანამშრომლობა დასრულდა

იტალიელი ნახევარმცველი, კლაუდიო მარკიზიო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე კლუბის გარეშე დარჩა.

ტურინის „იუვენტუსში“ გატარებული 25 წლის შემდეგ მარკიზიოს დღეს „ბიანკონერიმ“ კონტრაქტი გაუწყვიტა და ფეხბურთელს ახალი გუნდის ძებნა მოუწევს. მისი დონის მოთამაშისთვის ეს დიდი პრობლემა არაა, თუმცა ამ ეტაპზე დაინტერესებული კლუბების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

32 წლის მარკიზიომ ბავშვობიდან მოყოლებული მთელი საფეხბურთო ცხოვრება „ვეკია სინიორაში“ გაატარა და მისი მაისურით პროფესიონალურ დონეზე 389 მატჩი ითამაშა.

2009-2010 წლების სეზონში 23 წლის მარკიზიომ „იუვეს“ არაერთ მატჩში უკაპიტნა და გუნდის მომავლად მიიჩნეოდა, მაგრამ ტრავმებმა ამ უნიჭიერესი მოთამაშის კარიერა საგრძნობლად შეაფერხა.

დიდი ალბათობით, მარკიზიოს გაშვება კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატებას ნიშნავს. რამდენიმე დღეა იწერება, რომ ტურინელები ადრიენ რაბიოს ტრანსფერის შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები