საფრანგეთი რეიტინგის ლიდერია
Aa
Aa

საფრანგეთი რეიტინგის ლიდერია

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის ახალი ლიდერი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია. მეორე პოზიციას 2018 წლის მუნდიალის მესამეადგილოსანი ბელგიის ეროვნული ნაკრები იკავებს. რეიტინგში მესამე ბრაზილიაა.

საქართველოს ნაკრების პოზიცია არ შეუცვლია და 96-ე ადგილზეა.

კლასიფიკაციის ახალი ვერსია 20 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველი მატჩების შემდეგ გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები 6 სექტემებრს გასვლაზე ყაზახეთის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები