საქართველოს U16 ნაკრები A დივიზიონში დასარჩენ ბრძოლას აგრძელებს
Aa
Aa

საქართველოს U16 ნაკრები A დივიზიონში დასარჩენ ბრძოლას აგრძელებს

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს პირველ გამარჯვებამდე მცირედი დაკლდა.

გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდი საკვალიფიკაციო მატჩში ისრაელს ხვდებოდა და ბოლო მეოთხედში უგებდა კიდეც, თუმცა ახლოაღმოსავლელებმა დასკვნით წუთებზე მეტი მობილიზება გამოავლინეს და საბოლოოდ გამარჯვებას ანგარიშით 72:63 მიაღწიეს. 

ამ მატჩის მომგები გუნდი ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში მინიმუმ მე-12 ადგილს ინაღდებდა, რაც ელიტაში დარჩენისა და გაისათ კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე კვლავ ასპარეზობის გარანტიას იძლეოდა.

საქართველოს ნაკრებს ახლა მე-13 ადგილისთვის მოუწევს ბრძოლა, რომელიც ქართველებისთვის ერთადერთი ადგილია, რომელიც A დივიზიონში დარჩენის საშუალებას იძლევა. 

საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე მერკვილაძემ ულიდერა, რომელმაც 19 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

ახალგაზრდა კალათბურთელები მორიგ მატჩს 17 აგვისტოს, თბილისის დროით 18:00 საათზე, მონტენეგროსთან გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები