საქართველომ გამარჯვებით დაიწყო
Aa
Aa

საქართველომ გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტურნირი  გამარჯვებით დაიწყო.

ზვიად ჯელაძის გუნდმა ლიეტუვა ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მოტეიშუს ბურბას მიერ მე-15 წუთზე გატანილ გოლს ჩვენი ნაკრებიდან თორნიკე მორჩილაძემ და გიორგი აბუაშვილმა უპასუხეს.

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 16 აგვისტოს სლოვაკეთთან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები