Aa
Aa

"ტორპედო"-ს ალბანეთში პრობლემები შეუქმნეს

"ტორპედოს" ალბანეთში გარკვეული პრობლემები მაინც შეექმნა.

ქუთაისური კლუბის ორ ლეგიონერს არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის ალბანურმა მხარემ ვიზა არ მისცა.

ქუთაისის "ტორპედო"-მ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც "კუკეშის" მხრიდან წარმოჩენილ პრობლემებზე საუბრობს.

"კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. 

მიხეილ მესხზე გამართულ პირველ მატჩში ქართულმა გუნდმა მეტოქეს ანგარიშით 5:2 მოიგო.

წარმატების შემთხვევაში „ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი ოფში  ბულგარეთის „ლუდოგორეთსა“ და ბოსნიის “ზრინსკის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები