დინამომ ლევან შენგელია დაიმატა
Aa
Aa

დინამომ ლევან შენგელია დაიმატა

თბილისის „დინამომ“ 22 წლის შემტევი ნახევარმცველი  ლევან შენგელია დაიმატა.

მან ბოლო სამი სეზონი ბელგიურ ტუბიცეში გაატარა, 2017 წელს კი განათხოვრებით სამხრეთ კორეულ დაჯეონ სიტიზენში ასპარეზობდა.

შენგელიას საქართველოში გორის „დილას“, ქუთაისის „ტორპედოს“ და ფოთის „კოლხეთის რიგებში“ უთამაშია.

ასევე იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებების წევრი.

თბილისურმა კლუბმა შემტევთან კონტრაქტი ერთი წლით გააფორმა. შენგელია დედაქალაქური გუნდისთვის გოლებს 27 ნომრიანი მაისურით გაიტანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები