თილისმების შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი დაიწყო
Aa
Aa

თილისმების შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი დაიწყო

ჩინეთში „პეკინი 2022“-ის ზამთრის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშებისთვის თილისმების შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსი დაიწყო.

პირობების თანახმად, აუცილებელია თილისმის დიზაინის შექმნა, რომელშიც ასახული იქნება ოლიმპიური ღირებულებები, ჩინეთის კულტურა, ასევე მასში უნდა იკითხებოდეს 2022 წლის თამაშების ავტორისეული ხედვა.

ნამუშევრები წელს 20-31 ოქტომბერს მიიღება.  კონკურსის გამარჯვებულს გამოაცხადებენ 2019 წლის მეორე ნახევარში. 10 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი 10-10 ათას იუანს მიიღებს.

რჩეული ათეულიდან შეირჩევა უკეთესი სამეული, რომლებიც 30-30 ათასს იუანს მიიღებენ. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს - ოლიმპიური და პარალიმპური თილისმის ავტორს კი გადაეცემა 100 ათასი იუანი.

ცხელი ამბები