Aa
Aa

"რეალი" 2 რეკორდს უმიზნებს, "ატლეტიკო" - წაუგებელ სერიას!.. - სუპერ თასის მადრიდული დერბი ტალინში

2018 წლის ევროპის სუპერ თასი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს გათამაშდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული - „რეალი“, ევროპა ლიგის ტრიუმფატორ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

„სამეფო კლუბს“ აქვს შანსი, რომ ეს ტიტული მეხუთედ მოიგოს და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენებს - „მილანსა“ და „ბარსელონას“ გაუთანაბრდეს. ასევე, ეს თასი ზედიზედ 3 წლის მანძილზე არავის მოუგია.

„როხიბლანკომ“ კი სუპერ თასის მატჩი 2-ჯერ - 2010 და 2012 წლებში ითამაშა და ორივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა. "ათლეტებს" მოედანზე დიეგო გოდინი გაიყვანს, რომელიც გაბის წასვლის შემდეგ ახალ კაპიტნად აირჩიეს, ვიცე-კაპიტნის წოდება კი კოკეს მიენიჭა.

ხულენ ლოპეტეგის გუნდს ხესუს ვალიეხო და ალვარო ოდრიოსოლა ვერ დაეხმარება, დიეგო სიმეონეს კი ყველა მოთამაშე მწყობრში ჰყავს.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას პოლონელი შიმონ მარცინიაკი იმსაჯებს.

უეფას ოფიციალური საიტის ვარაუდით, გუნდები ასეთი შემადგენლობებით ითამაშებენ:

რეალი: ნავასი - კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო - კაზემირო, კროოსი - ბეილი, ისკო, ასენსიო - ბენზემა.

ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, საული, როდრიგო, ლემარი - გრიზმანი, დიეგო კოშტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები