ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა
Aa
Aa

ძაგნიძემ მსოფლიოს ჩემპიონი გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა

ქართული ჭადრაკის ლიდერმა, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელვისებურ ჭადრაკში ნანა ძაგნიძემ  ჩინეთის ვენჩჟოუში გამართულ ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს  ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში ტან ჩჟუნი დიდი ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩი  ‘სინ ციაოს თასის’ ფარგლებში გაიმართა და ოთხი  კლასიკური პარტიისგან შედგებოდა.

ქართველმა მოჭადრაკემ პირველი ორი პარტია ყაიმით დაასრულა, ხოლო შემდეგ ორ პარტიაში მეტოქე უშანსოდ დაჯაბნა.

აღსანიშნავია, რომ ნანამ საკუთარ რეიტინგს 10,8 ქულაც შემატა

ცხელი ამბები