საქართველოს U16 ნაკრები ისრაელს შეხვდება
Aa
Aa

საქართველოს U16 ნაკრები ისრაელს შეხვდება

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მერვედფინალური მატჩი თურქეთთან 97:72 დათმო, პლეი ოფიდან გამოვარდა და ახლა A დივიზიონში 9-16 ადგილებისთვის მოუწევს ბრძოლა.

ჩვენი გუნდის მიზანი ელიტარულ დივიზიონში დარჩენა გახლდათ . A დივიიოზიონში მყოფი 16 გუნდიდან ელიტაში 13 რჩება, ბოლო 3 ადგილზე გასული გუნდები კი მომავალი სეზონისთვის B დივიზიონში დაქვეითდებია.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი  გიორგი ბაგანაშვილმა აჩვენა, რომელმაც 16 ქულა, 3 მოხსნა და3 პასი მიითვალა.

საქართველოს მომავალი მეტოქე ისრაელი იქნება.

მატჩის მოგება A დივიზიონში დარჩენის ტოლფასია, რადგან ისრაელი  საქართველოს მატჩის გამარჯვებული ტურნირზე საუკეთესო 12 გუნდში ადგილს გაინაღდებს.

საქართველოსა და ისრაელის საკვალიფიკაციო მატჩი 15 აგვისტოს თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები